სასწავლო პროექტი

1. ჩემი სასწავლო პროექტი - ,,კანფეტები"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით -მთავარი თემა ისაა, რომ მოსწავლეები მეტს  გაიგებენ კანფეტის შესახებ.ასევე გამოარკვევენ რამდენად სასარგებლოა ან საზიანო კანფეტი ჯანმრთელობისთვის.სად და როდის გაჩნდა იდეა კანფეტის შექმნის.
3.პროექტის აქტუალობა -მოსწავლეები გაიგებენ კანფეტის წარმოშობისა და მისი სასარგებლო თუ საზიანო თვისებების შესახებ.ასევე მისი მომზადების შესახებ მოიძიებენ ვიდეო მასალას.რომ დიდი რაოდენობით კანფეტის მიღება იწვევს უშაქრო დიაბეტს.
4. პროექტის მიზანი- მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა -ძიებისა და დახარისხების უნარი.ასევე მიიღებენ ინფორმაციას კანფეტის დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი-9 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობები- 1 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას-მოსწავლეებს ეცოდინებათ რაა არის კანფეტი, როგორ და სად წარმოიშვა პირველად კანფეტი და როგორ ამზადებენ მას.

8. პროდუქტისთვის საჭირო რესურსები- ფლიფჩარტი,მარკერი,ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)-შევქმენი ორი ჯგუფი.რვა ერთნაირ ფურცელზე დავწერე ციფრები ერთი და ორი,რომელ მოსწავლეებსაც  მოუწიათ ციფრი ერთი,ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ,რომლებსაც ციფრი ორი ისინი მეორე  ჯგუფში.აირჩიეს ასევე ლიდერები.ლიდერებმა ჯგუფის წევრებს გაუნაწილეს დავალებები.მათ უნდა გამოეყენებინათ ინტერნეტი,რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მოიძევენ ინფორმაციას კანფეტის,  კერძოდ მათი სასარგებლო თუ საზიანო თვისებების შესახებ. მეორე ჯგუფი კი გარდა ინფორმაციის მოძიებისა, ასევე მოიძიებენ ვიდეოს სადაც არის წარმოდგენილი მასალა  თუ როგორ მზადდება კანფეტი? ჩაატარებენ კვლევას რათა შეძლონ სასარგებლო და საზიანო კანფეტების ერთმანეთისაგან განსხვავება.  რომ დიდი რაოდენობით კანფეტის მიღება იწვევს უშაქრო დიაბეტს. აზიანებს კბილის მინანქარს.ეცოდინებათ თუ სად  და როგორ წარმოიშვა იდეა კანფეტის შექმნის და ასევე ვიდეო მისი მომზადების შესახებ.პროექტის ვადის ამოწურვის შემდეგ წარმოადგენენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-კავშირი აქვს მოსწავლეების მიერ ისტის გამოყენებასთან.
საზ.მეც.დაწყ.I.5.მოსწავლემ უნდა შეძლოს სასარგებლო და საზიანო საკვების ერთმანეთისაგან განსხვავება.
საზ.მეც.დაწყ.II.10.მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი კვების წესის მნიშვნელობა.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)-ხათუნა მიქელაძე
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა-khatunamiqeladze79@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://khatunamiqeladze.blogspot.com/








No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა

ჩემი გაკვეთილის გეგმა- "ვინ ზრუნავს ჩემს განათლებაზე?"